დაახლოებით ნახევარი საათის წინ, დორტმუნდის “ბორუსიამ”, უსმან დემბელესთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
“დორტმუნდის “ბორუსიამ” გადაწყვიტა უსმან დემბელეს ვარჯიშებიდან მოკვეთა, ახალი განცხდების გაკეთებამდე, ძალაში დატოვოს. მას, რა თქმა უნდა, საშუალება ექნება ინდივიდუალურად ივარჯიშოს.
ამ საკითხთან დაკავშირებით, “ბორუსია” დამატებით განცხადებას არ აკეთებს.”
ცნობილია, რომ დორტმუნდელებმა ფეხბურთელი ვარჯიშის გაცდენის გამო დასაჯეს. 20 წლის შემტევს, თავის მხრივ, კლუბის წარმომადგენლებთან საუბარი არ სურს, რადგან ისინი პირობას არ ასრულებენ და დემბელეს “ბარსელონაში” არ უშვებენ.
