workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” სიაში ივან პერიშიჩი მოხვდა

“ბარსელონას” სიაში ივან პერიშიჩი მოხვდა

Sportitalia-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კიდევ ერთი ნახევარმცველი, რომელიც “ბარსელონას” ინტერესის სფეროში მოხვდა, მილანის “ინტერის” ხორვატი ფეხბურთელი ივან პერიშიჩია. კატალონიელები 28 წლის შუახაზელს ფილიპე კოუტინიოს ალტერნატივად განიხილავენ, რომლის ტრანსფერიც უფრო და უფრო შეუძლებელი მოსჩანს.

პერიშიჩის გადაბირების სურვილი “მანჩეტერ იუნაიტედსაც” ჰქონდა, მაგრამ ინგლისელები “ინტერს” ვერ მოურიგდნენ. მილანური კლუბი არ აპირებს ფეხბურთელს 50 მილიონ ევროზე ნაკლებად შეელიოს.

პერიშიჩი “ინტერში” 2015 წლიდან თამაშობს. მის ანგარიშზე 79 თამაშში გატანილი 20 გოლია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward