არ წყდება ჭორები “ლივერპულის” ბრაზილიელი ნახევარმცველის, ფილიპე კოუტინიოს “ბარსელონაში” შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით.
დღეს ტელეკომპანია BT Sports-ის ჟურნალისტმა, ანდი მეიმ ტვიტერზე საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა, მისი თქმით, “ბარსელონა” პარასკევს ფილიპე კოუტინიოს წარდგენას აპირებს.
“უკვე მოგვდის იმეილ შეტყობინებები “ბარსელონასგან”, კლუბი ფილიპე კოუტინიოს პრეზენტაციის ტრანსლირებას გვთავაზობს, რომელიც პარასკევს უნდა შედგეს.” – წერს ენდი მეი.
ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი “ბარსელონა” და “ლივერპული” სატრანსფერო ფასზე კვლავ ვერ შეთანხმდნენ და მერსესაიდულ კლუბს ფეხბურთელის შენარჩუნება სურს.




