მადრიდის “რეალის” ერთ-ერთი ლიდერი ლუკა მოდრიჩი გუნდს ესპანეთს სუპერ თასის პირველ მატჩში ვერ დაეხმარება, სადაც “სამეფო კლუბი” “ბარსელონას” დაუპრისპირდება. მის მიზეზი დისკვალიფიკაციაა.
“რეალს” ესპანეთის სუპერ თასზე 2014 წლის შემდეგ არ უთამაშია. 3 წლის წინ კი, “ატლეტიკოსთან” გამართულ განმეორებითი მატჩის მიწურულს, მოდრიჩმა მე-2 ყვითელი და შესაბამისად წითელი ბარათი მიიღო. Sport-ის ცნობით, ხორვატ ნახევარმცველს დისკვალიფიკაცია მას შემდეგ არ მოუხდია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის 13 აგვისტოს, “კამპ ნოუზე” ვერ ითამაშებს.

