კატალონიის “ბარსელონა” “ლივერპულის” შემტევი ნახევარმცველის, ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერის დაჩქარებას გეგმავს.
25 წლის შემტევი ნახევარმცველის ტრანსფერთან დაკავშირებით არაერთი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება. ზოგი წყარო ირწმუნება, რომ ყველაფერი გადწყვეტილია, ზოგი გამოცემის ცნობით კი, “ლივერპული” ფეხბურთელის გაშვებაზე კვლავ უარზეა. ერთადერთი, რაც ნამდვილად ვიცით, არის ის, რომ “ბარსელონას” ფეხბურთელის შეძენა სურს.
Marca-ს ინფორმაციით, კატალონიელთა სურვილია, კოუტინიო 12 აგვისტოსთვის გაიფორმონ. “ბარსელონას” წარმომადგენლებს უნდათ, 13 აგვისტოს ესპანეთის სუპერ თასზე “რეალთან” გასამართი მატჩისთვის, ბრაზილიელი უკვე მათ რიგებში ირიცხებოდეს.



