მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მუნირმა “რომასა” და “ბაიერის” ყურადღება მიიქცია

მუნირმა “რომასა” და “ბაიერის” ყურადღება მიიქცია

“ბარსელონას” 21 წლის თავდამსხმელის, მუნირ ელ ჰადადის გადაბირების სურვილს ლევერკუზენის “ბაიერი” და იტალიური “რომა” გამოთქვამენ. ამ ინფორმაციას TMW ავრცელებს.

21 წლის ფეხბურთელით, რამდენიმე კვირის წინ, “ზენიტი” იყო დაინტერესებული, რომელიც 12 მილიონს იხდიდა. მუნირის შეძენის სურვილს “აიაქსი” და “ნაპოლიც” გამოთქვამდნენ. თუმცა, ფეხბურთელი, რომელიც ერნესტო ვალვერდეს გეგმებში არ შედის, კვლავ “ბარსელონაში” ირიცხება.

ბოლო ცნობებით, ახალგაზრდა შემტევით “რომა” და “ბაიერი” დაინტერესდნენ. უფრო იტალიელები აქტიურობენ, რომლებიც მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ.

მუნირს, რომელმაც გასული სეზონი “ვალენსიაში” იჯარით გაატარა, “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში