მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი, უეფას სუპერ თასზე “მანჩესტერ იუნაიტედის” 2:1 დამარცხების შემდეგ, “ბარსელონასთან” ესპანეთის სუპერ თასზე გასამართ დაპირისპირებებზე საუბრობს.
“მეტოქეს შესანიშნავი გუნდი ჰყავს. წინ 2 ძალიან დაძაბული თამაში გველის.
შევეცდებით, “ბარსელონაც” ისევე დავამარცხოთ, როგორც დღეს “მანჩესტერი.” – ციტირებს პერესის სიტყვებს Marca.
ესპანეთის სუპერ თასის თამაშები 13 და 16 აგვისტოს გაიმართება.



