როგორც იცით, ნეიმარის წასვლის შემდეგ დასუსტებული თავდამსხმელის პოზიციის გაძლიერების მთავარ კანდიდატად უსმან დემბელე მიიჩნეოდა, მაგრამ “ბარსელონას” ამ ტრანსფერზე სავარაუდოდ უარის თქმა მოუწევს: დორტმუნდის “ბორუსია” ფრანგი შემტევის სანაცვლოდ 150 მილიონ ევროს ითხოვს.
L’Equipe ავრცელებს ინფორმაციას, რომ გუნდმა შეთანხმებას უკვე მიაღწია, მაგრამ გერმანელები დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელის იოლად დათმობას არ აპირებენ. მათ იციან, რომ კატალონიელების ანგარიშზე ძალიან დიდი თანხაა და მაქსიმუმის გამორჩენას ცდილობენ.
აგენტები ოსკარ გრაუ და რაულ სანლეჰი უკვე გერმანიაში არიან და იმედოვნებენ, რომ ფასის 120 მილიონამდე დაკლებას მოახერხებენ.
“ბარსელონა” ასევე მუშაობს ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერზე, რომელიც 100 მილიონზე ნაკლები არ დაჯდება და იმ შემთხვევაში, თუ დემბელეს “დორტმუნდი” უფრო იაფად არ შეელევა, კატალონიელებს სხვა ალტერნატივის ძებნა მოუხდებათ.