“ლივერპული” ცდილობს მკვეთრად გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ფილიპე კოუტინიოს შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით და “ბარსელონას” საკუთარ პოზიციას კიდევ ერთხელ უდასტურებს.
The Telegraph-ის ინფორმაციით, მერსესაიდული კლუბი კატალონიის “ბარსელონას” შემოთავაზებას არ დათანმხდა და ბრაზილიელი ფეხბურთელის შესანარჩუნებლად მორიგი წინადადება დაბლოკა. გარდა ამისა, “ლივერპულს” არ მოსწონს, რომ კატალონიური კლუბი მათ ფეხბურთელზე ზეწოლას ახდენს.
მანამდე, ESPN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” და “ლივერპული” კოუტინიოს ტრანსფერზე შეთანხმდნენ.



