კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტს, ჟოზეპ მარია ბართომეუს გამართულ პრესკონფერენციაზე მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის შესაძლო ტრანსფერების შესახებ ჰკითხეს.
“ჩვენ ამ დრომდე დავიბრუნდეთ ჟერარ დეულოფეუ და ვიყიდეთ ნელსონ სემედუ. გარდა ამისა, ტრანსფერები კიდევ იქნება, ახლა ჩვენ ახალი ფეხბურთელების გაფორმებაზე ვმუშაობთ.
არ შემიძლია ვთქვა, თუ რომელ ფეხბურთელს გავიფორმებთ, ამ საკითხზე კლუბის სპორტული დირექტორი რობერტო ფერნანდესი მუშაობს. 222 მილიონ ევროს გონივრულად დავხარჯავთ. ტრანსფერების გარდა ეს თანხა სხვადასხვა აქტივობას მოხმარდება.” – აცხადებს ბართომეუ.


