“ლივერპული” “გაგიჟებულია” “ბარსას” ფეხბურთელ ანდრე გომეშზე და მისი ჩართვა კოუტინიოს ტრანსფერში სურს.
El Mundo Deportivo-ს ცნობით პორტუგალიელი ფეხბურთელი არის გასაღები კოუტინიოს “ბარსელონაში” გადასასვლელად, რაც პრემიერ ლიგის მხარეს მოლაპარაკებებს უფრო ღიას გახდის.
24 წლის ნახევარმცველი გასულ ზაფხულში გადავიდა “ბარსელონაში” ვალენსიადან 35 მილიონის სანაცვლოდ, ამას დამატებული 20 მილიონი ბონუსების სახით.
გომეშმა მთლიანობაში 47 მატჩი ჩაატარა ბლაუგრანაში და აქედან სასტარტო შემადგენლობიდან 17-ჯერ გამოვიდა მოედანზე ლა ლიგაში. ძირითადად მან სათამაშო დრო ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგზე გაატარა.
Mundo Deportivo ამბობს, რომ მან გასული სეზონი მაღალ დონეზე ვერ ჩაატარა და არსებობს გომეშის გადასვლის შანსები იმ შემთხვევაში, თუ კი ერნესტო ვალვერდე მას ახალი გუნდის წევრად არ მოიაზრებს.



