24-ე დაბადების დღემდე (30 აგვისტო) ცოტა ხნით ადრე პაკო ალკასერმა დაიწყო თავისი მეორე სეზონი “ბარსელონაში”, ახალი შემართებით და დიდი ნდობით, ამის მაგალითია მისი ბრწყინვალე გოლი “ჟიმნასტიკის” კარში საჯარიმო დარტყმიდან.
ამ მატჩის შემდეგ პაკო ალკასერმა ჟურნალისტის მიერ დასმულ რამდენიმე შეკითხვას უპასუხა.
– თავდამსხმელისთვის მნიშვნელოვანია თუ არ საჯარიმო დარტყმა?
– მე მენდნენ და დარტყმაც კარგი გამომივიდა. საჯარიმოებს “ვალენსიაშიც” ვურტყამდი, მაგრამ ბარსაში არის მესი, ვერავინ ვერ ასრულებს ისე, როგორც ის.
– შენ გაიტანე რვა გოლი წინა სეზონში, აქედან ექვსი ლა ლიგაში, 21 მატჩში, რას გეუბნება ეს რიცხვები?
– მე მოვედი ახალ გუნდში და თავიდან გოლებში არ გამიმართლა. ჩემი დარტყმები ზუსტი არ იყო. ახალ სეზონში მინდა გამოვასწორო ეს მაჩვენებელი და გავაგრძელო თამაში მათ გვერდით, ვინც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესონი არიან.
– შენ 4 თებერვლამდე გოლის გატანა ვერ შეძელი. იმოქმედა თუ არა ამან შენზე უარყოფფითად?
– მადლობა ღმერთს, პარტნიორები და მწვრთნელები მხარს მიჭერდნენ, რომ ნდობა გამემართლებინა. იყო ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მატჩი. ვიცოდი, რომ როგორც კი გავიტანდი პირველ გოლს, ყველაფერი კარგად წავიდოდა.
– დადგა მსოფლიო ჩემპიონატის სეზონი. იბრძოლებ გუნდში მოსახვედრად?
– კი. ნათელია, რომ ყველა ფეხბურთელს უნდა ნაკრებში მოხვედრა. იმ შემთხვევაში თუ კარგ სეზონს ჩავატარებ, შანსები, რა თქმა უნდა, დიდი იქნება.
– როგორ შეეწყვე ვალვერდეს? ბევრი რამ შეიცვალა მისი მუშაობისას ლუის ენრიკესთან შედარებით?
– შეიცვალა მწვრთნელი, თუმცა ფილოსოფია იგივეა. როდესაც მოდის ახალი მწვრთნელი, ის გვაცნობს მის ხედვას და ეს რაც შეიძლება მალე უნდა აითვისო.
– როგორც ჩანს ის გუნდის თამაშს უფრო კომპაქტურს და უფრო კომბინაციურს ხდის. ეს უფრო შეეფერება “ბარსას”?
-მან გვითხრა, რომ ჩვენ კოლექტიურად უნდა ვითამაშოთ, რათა უფრო ძლიერები ვიყოთ. ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გუნდურ თამაშს ინდივიდუალურთან შედარებით, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში.
– ფიქრობ, რომ უფრო მეტი შანსი გაქვს სასტარტო შემადგენლობაში მოხვდრისა ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობისას?
– ჩემი მიდგომა არ იცვლება: მუშაობა, რომ მზად იყო ნებისმიერი მწვრთნელის ნდობის მოსაპოვებლად. უნდა დაიხარჯო ასი პროცენტით, რომ იყო მზად ნებისმიერ მომენტში მოედანზე გამოსასვლელად.
– შენ თქვი რომ შეგიძლია ფლანგზე თამაშიც, უნივესალურობა აუცილებელია?
– დიახ, რა თქმა უნდა. საუკეთესო მაგალითია სერჟი რობერტო, რომელიც ბევრ პოზიციაზე იდგა და ამას შედეგიც ჰქონდა, იმიტომ, რომ ის მუდამ მზად იყო. მეც ასევე ვიდექი როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა ფლანგებზე. ვფიქრობ რომ ეს არც თუ ისე უშედეგო გამოდგა.
– შენ თამაშზე გავლენას ახდენს ის, რომ შენს გვერდით მესია?
– მე ისეთი მოთამაშე ვარ, რომ თუ პარტნიორი უკეთეს პოზიციაშია გოლის გასატანად, მას პასს ვაძლევ. ვერც ლეო, ვერც სუარესი და სხვა ვერ დამაბრალებს იმას, რომ მე მარტო ვატარებ ბურთს ან ვურტყამ ასეთ სიტუაციაში.
– როგორ ფიქრობ, გექნება მეტი დრო ნეიმარის წასვლის შემდეგ?
– უნდა ვიმედოვნოთ, მაგრამ ახლა ამაზე არ ვფიქრობ. საქმე ისაა, რომ სასტარტოში მოხვედრა ვინმეს წასვლაზე არ არის დამოკიდებული, ამისთვის ბევრი უნდა იშრომო.
– შენ გესმის ნეიმარის გადაწყვეტილების?
– მე მესმის მისი და მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. მას წარმატებებს ვუსურვებ, რადგან ის ძალიან კარგი ადამიანია.
– კოუტინიო, დემბელე, მპაპე… რას ფიქრობ ამ ფეხბურთელებზე?
– ეს მოთამაშეები უმაღლეს დონეზე არიან.
– გქონდა უკვე საკმარისი დრო ქალაქის გასაცნობად?
– დიახ, მე შემიძლია თავისუფლად ვისეირნო ქალაქში, აქ ხალხი პატივს სცემს ჩემ პირად ცხოვრებას, მაგრამ მგონია, რომ ისინი ჯერ კარგად მაინც არ მიცნობენ.




დიდი იმედი მაქ ამის მომავალ სეზონში
Alkaseri magaria. Magram misgan ufro mets velodebi. Laligashi 15 goli minimum unda gaitano pako am sezonshi
Meti dro unda mieces satamasho ese ar sheidzleba kai igrokia da tu gadmogyavs gundshi unda atamasho.barsas imxela satadarigo skami aq da imxela resursi ro wels transferis gaketeba arcaa sachiro ertaderti visurvebdi dembeles
შარშან მოყვანილები ყველანი 23 წლისები იყვნენ: უმტიტიც, დინიც, ალკასერიც, გომეშიც, და დ.სუარესიც
ეე პაკო 23 წლის ყოფილა საღოლ იმედია კაი მომავალი ექნება მე რატო მეგონა 26 27 ის
ალკასერი მაგრად ურტყავს საჯარიმოებს პროსტა არ არტყმევინებენ
პაკო მაგარია
კარგია ასე გააგრძელე.
ჩემი პირველი სიახლე :))