როგორც მოგეხსენებათ, “ბარსელონა” აქტიურად ეძებს ნეიმარის შემცვლელს. L’Equipe-ს ცნობით, კატალონიელებმა უკვე გამართეს მოლაპარაკებები “ბორუსიასთან” უსმან დემბელეს თაობაზე, რომლის სანაცვლოდ გერმანელები 100 მილიონ ევროს ითხოვენ.
ფრანგი ფეხბურთელი “ბარსელონაში” თამაშის სურვილს გამოთქვამს და “ბლაუგრანას” უკვე შეუთანხმდა, ახლა კი კლუბებს შორის შეთანხმების მიღწევას ელის.
დემბელემ გუშინ გერმანიის სუპერ თასი “ბაიერნის” წინააღმდეგ ითამაშა და პენალტებში დამარცხდა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა ერთი საგოლე პასიც გააკეთა.


