პრე სეზონზე ტომას ვერმალენის მიერ ნაჩვენები თამაში ერნესტო ვალვერდეს გარდა რამდენიმე ევროპულ კლუბსაც მოეწონა. როგორც იცით, ბელგიელმა მცველმა “ჟიმნასტიკთან” ამხანაგურ შეხვედრაში მეთორმეტე წუთზე ტრავმა მიიღო, მაგრამ როგორც ჩანს დაზიანება სერიოზული არაა და იგი მალე დაბრუნდება. რამდენიმე დღეში ფეხბურთელი კვლავ ოპტიმალურ ფორმაში იქნება.
ამ სიტუაციის ფონზე, The Sun იტყობინება, რომ რონალდ კუმანს თავის გუნდში ვერმალენის ხილვა სურს და მას ინგლისური კლუბის დაცვის გაძლიერების ერთ-ერთ ვარიანტად განიხილავს.
“უემბლის” ფინალის გმირს სურს, როდრიგო ფუნეს მორის დანაკლისის შევსება, რომელმაც ტრავმა მიიღო, სწორედ ბელგიელი უკანახაზელით სურს.
მიუხედავად ამისა, ვერმალენის ბრძოლაში “ევერტონი” უკონკურენტო არაა. “ვესტ ბრომვიჩი”, “კრისტალ პალასი” და “ანდერლეხტი” კუმანის კლუბს შეეცილებიან. ბელგიელი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატისთვის ოპტიმალურ ფორმაში ყოფნა სურს, წასვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.