პრიმერა დივიზიონის გუნდი “ლეგანესი” “ბარსელონას” 21 წლის ფეხბურთელების, მარლონ სანტოსისა და მუნირ ელ ჰადადის იჯარით აყვანას გეგმავს. ამ ინფრომაციას Marca ავრცელებს.
თითქმის გადაწყვეტილია, რომ “ბარსელონა” “რეალ სოსიედადის” ცენტრალურ მცველს, ინიგო მარტინესს დაიმატებს. გუნდში ჟერარ პიკეს, სამუელ უმტიტის, ხავიერ მასკერანოსა და ინიგო მარტინესის ყოფნა კი იმას ნიშნავს, რომ მარლონს ძალიან ცოტა სათამაშო დრო ექნება. ამის გამო, “ბარსელონა” 21 წლის ბრაზილიელის განათხოვრებას არ გამორიცხავს. სწორედ ამით სარგებლობას აპირებს “ლეგანესი”.
მადრიდული გუნდი, მარლონის გარდა, “ბარსელონას” კიდევ ერთ ფეხბურთელს უმიზნებს. საუბარი მუნირზეა, რომელიც ერნესტო ვალვერდეს გეგმებში არ შედის. “ლეგანესს” ამ შეთხვევაშიც იჯარა სურს.
