“რეალ სოსიედადის” სპორტული დირექტორი ლორენი ადასტურებს, რომ მისი კლუბის ცენტრალური მცველის, ინიგო მარტინესის შეძენით “ბარსელონაა” დაინტერესებული.
“სიმართლეა, რომ “ბარსელონა” დაგვეკონტაქტა. მათ ინიგო მარტინესის მიმართ ინტერესი გამოხატეს, მაგრამ ოფიციალური შემოთავაზება ჯერ არ გვაქვს.” – ციტირებს ლორენის სიტყვებს Sport.
გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონა” აპირებს 26 წლის ცენტრალური მცველის გამოსასყიდი თანხა 32 მილიონი ევრო გადაიხადოს.



