ლონდონის “არსენალის” ფრანგმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ ნეიმარის 222 მილიონიანი ტრანსფერი პსჟ-ში რაციონალურობის საზღვრებს სცდება. მეთოფეების თავკაცმა ისიც დაამატა, რომ ეს მაშინ ხდება, როცა “ქვეყანა კლუბს ფლობს”.
“როცა კლუბს ქვეყანა ფლობს, ყველაფერი შესაძლებელია,” – განაცხადა ვენგერმა პრესკონფერენციაზე. “ეს ფინანსური ფეარ ფლეის წესების პატივისცემას ართულებს. მე ასეთი ინვესტიციის გამართლება არ შემიძლია.”
“ფეხბურთში ახლა განსხვავებული ერაა. ამ სპორტში ახლა მეტი ვნება, სიამაყე და საჯარო ინტერესია – ყველაფერს რაციონალურობის საზღვრებში ვერ მოაქცევ.”
“გასულ წელს ჩვენ პოლ პოგბას ტრანსფერით 100 მილიონიან ნიშნულს გადავაბიჯეთ.
სულ რაღაც 1 წლის შემდეგ კი რეკორდი 222 მილიონი გახდა. სწორედ ეს არ ჯდება რაციონალურობის საზღვრებში.”