დორტმუნდის “ბორუსიამ” ფრანგი თავდამსხმელის, უსმან დემბელეს საწყისი ფასი დააწესა, იტყობინება Mundo Deportivo.
გერმანული კლუბი მზად იქნება 20 წლის დემბელეს ტრანსფერზე მოლაპარაკებები 100 მილიონი ევროს ფარგლებში დაიწყოს.
ფეხბურთელსა და კლუბს შორის კონტრაქტი 2021 წლამდეა გათვლილი და ხელშეკრულებაში გამოსასყიდი თანხა არ არის ფიქსირებული.
როგორც მოგეხსენებათ, “ბარსელონას” თავდამსხმელი, ნეიმარი “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლასთან ძალიან ახლოსაა და მისი შეცვლის ერთ-ერთ ვარიანტად კატალონიელები სწორედ დემბელეს განიხილავენ.
