მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პსჟ “ბარსელონას” ნეიმარის ნაცვლად თავის 3 ვარკსვლავს სთავაზობს

პსჟ “ბარსელონას” ნეიმარის ნაცვლად თავის 3 ვარკსვლავს სთავაზობს

ბოლო დროს ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით. ფეხბურთელი უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს, თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილი მაინც არაფერია.

იმ შემთხვევაში, თუ ბრაზილიელის სანაცვლოდ 222 მილიონს გადაიხდის და თანაც არცერთ ფეხბურთელს გუნდიდან არ გაუშვებს, პსჟ სერიოზული პრობლემების წინაშე დადგება და უეფასგან გარკვეულ სასჯელსაც დაიმსახურებს, მაგრამ გამოცემა AS-ის ცნობით, პარიზელებმა გამოსავალი უკვე იპოვეს: ისინი “ბარსელონას” თავის 3 ვარსკვლავს: ანხელ დი მარიას, ბლეზ მატუიდის და ლუკას მოურას შესთავაზებენ და ფეირ-პლეის წესების დარღვევასაც თავიდან აირიდებენ.

მიუხედავად იმისა, რომ კატალონიელთა მთავარი სამიზნე მარკო ვერატი გასაცვლელ ფეხბურთელებს შორის ვერ მოხვდა, ამ ფეხბურთელების დამატებით “ბარსელონა” მაინც ძალიან გაძლიერდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში