“ბარსელონამ” ყველა წამყვან ევროპულ კლუბს ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა. ამ ინფორმაციას L’Equipe ავრცელებს.
კატალონიურ კლუბს მიაჩნია, რომ “პარი სენ ჟერმენი” ევროპული ფეხბურთის წესრიგისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს. “ბარსელონა” ცდილობს, პსჟ ევროპული ფეხბურთისგან იზოლაციაში მოაქციოს.
ფრანგული წყაროს ცნობით, “იუვენტუსი” და “ბაიერნი” “ბარსელონას” შეთავაზებას უკვე დასთანხმდნენ.



