სერხიო რამოსმა “ელ კლასიკოში” დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“ნეიმართან კარგი ურთიერთობა მაქვს. მას მაისური გავუცვალე და იმედია მისთვის ეს ბოლო იყო “ბარსელონაში”. ჩემთვის არაფერი უთქვამს. ის შესანიშნავი ფეხბურთელია, “ბარსელონას” საკვანძო მოთამაშე და უფლება აქვს თავისი მომავალი თავად გადაწყვიტოს.”
“გვიხარია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ფეხბურთი ასე მნიშვნელოვანია. თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდით და იმედი მაქვს, კიდევ დავბრუნდებით.”
“კარგია, როცა ფორმას აღიდგენ, მაგრამ ჩვენ წაგება ამხანაგურ “კლასიკოშიც” არ მოგვწონს. ფოკუსირებას ოფიციალურ ტურნირებზე მოვახდენთ. გაშვებული გოლების შემდეგ გამოვფხიზლდით და შესვენებამდე ანგარიშის გათანაბრება მოვახერხეთ. ვფიქრობ, პუბლიკისთვის კარგი მატჩი გამოვიდა.”
“2 თვიანი უთამაშებლობის შემდეგ ბურთი უფრო მეტს მოგთხოვს, მაგრამ ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ და სუპერ თასისთვის ვემზადები.”
“როგორც უკვე აღვნიშნე, წაგება არ გვიყვარს, მაგრამ ამას ზედმეტ მნიშვნელობას ნუ მივანიჭებთ. სუპერ თასი კი უკვე ტიტულია და აქ ყველაფერი იცვლება.”


