“ბარსელონა” ნეიმარის შესაძლო შემცვლელად მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელს, ანტუან გრიზმანს განიხილავს, იტყობინება Marca.
ბრაზილიელმა შემტევმა, შესაძლოა, უახლოეს დროში “ბარსა” დატოვოს და “პარი სენ-ჟერმენს” შეუერთდეს.
გრიზმანის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა 100 მილიონ ევროს შეადგენს.
მიუხედავად ამისა, ადრე ფრანგმა განაცხადა, რომ მადრიდულ კლუბს არ დატოვებს, რადგან ეს უკანასკნელი ტრანსფერებზე სანქციების გამო მის შემცვლელს ვერ შეიძენს.
“ბარსელონას” ალტერნატივათა სიაში ასევე ფილიპე კოუტინიო (“ლივერპული”) და პაულო დიბალა (“იუვენტუსი”) შედიან.



