მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რაკიტიჩი: “ბარსელონას” ახალწვეულებს ძალიან გაუჭირდებათ”

რაკიტიჩი: “ბარსელონას” ახალწვეულებს ძალიან გაუჭირდებათ”

“ბარსელონას” ნახევარმცველი, ივან რაკიტიჩი მიიჩნევს, რომ კლუბის ახალწვეულებისთვის რთული იქნება ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება, თუ “ბარსა” ამ სატრანსფერო ფანჯარაზე შეძენილთა სიას შეავსებს. რაკიტიჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამჟამად “ლურჯ-ბროწეულისფერი” შემადგენლობა ძალიან ძლიერია.

“ბარსელონას” ახალწვეულებს ძალიან გაუჭირდებათ. მაგრამ ჩვენ ყოველთვის მივესალმებით ღირსეულ ფეხბურთელებს. ჩვენ ძალიან ძლიერი კოლექტივი გვყავს და 24-ივე მოთამაშე ასპროცენტიან მდგომარეობაში უნდა იყოს. თავად მე შვებულების დროს ბევრი ვიმუშავე.” – ციტირებს რაკიტიჩს Marca.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა მან მომავალში ამერიკულ MLS-ში ითამაშოს, ხორვატმა უპასუხა: “ეს ძალიან საინტერესო რამეა, მაგრამ ღმერთმა ქნას, რომ კიდევ მრავალი წელი ვითამაშო მაღალ დონეზე.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში