“ლივერპული” ფილიპე კოუტინიოს “ბარსელონაში” გაყიდვას არანაირ თანხად არ აპირებს, იტყობინება UOL.
კატალონიელებმა ინგლისელებს, ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო შესთავაზეს, თუმცა, “ლივერპულში”, 25 წლის ნახევარმცველის გაყიდვას არ განიხილავენ.
უფრო მეტიც, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ კოუტინიო ტრანსფერს არ მოითხოვს. მაგრამ მაშინაც კი, თუ ეს მოხდება, კლუბის გადაწყვეტილებაზე ეს არ აისახება.



