არდა თურანის შეძენასთან ძალიან ახლოს იყო ლონდონის “არსენალი”, თუმცა, გამორიცხული არაა, რომ თურქი ფეხბურთელი თავის ყოფილ კლუბს, სტამბულის “გალათასარაის” დაუბრუნდეს. ამ ინფორმაციას Mirror ავრცელებს.
არდა თურქულ კლუბში იჯარის წესით 1 წელიწადს გაატარებს და ხელფასის სახით კვირაში 90 ათას დოლარს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ თურქი ფეხბურთელი “გალათასარაიში” 2004-დან 2011 წლამდე გამოდიოდა და ქვეყნის ჩემპიონატის 130 შეხვედრაში 29 გოლი გაიტანა.



