ნეიმარი ამერიკული ტურნეს დასრულების შემდეგ ბარსელონაში გუნდთან ერთად არ დაბრუნდება. მაიამიში ჩასატარებელი “ელ კლასიკოს” შემდეგ ბრაზილიელი ფეხბურთელი აზიაში გაემგზავრება და რამდენიმე საათის შემდეგ ესპანეთშიც ჩაფრინდება.
თავდამსხმელის ეს თავგადასავალი იმ დროს დაემთხვა, როცა მედიის მთელი ყურადღება მასზეა მიპყრობილი, რამეთუ პრესის მიხედვით, ფეხბურთელი “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ოფიციალურ დონეზე ნეიმარის სურვილი ცნობილი არაა და კლუბის ხელმძღვანელობაც ამტკიცებს, რომ იგი მომდევნო სეზონსაც “ბლაუგრანაში” გაატარებს.
აღნიშნული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 30 ივლისს “ბარსელონას” 11 ნომერი კატალონიაში არ დაბრუნდება, ჟურნალისტმა მარსელო ბეჩლერმა დაადასტურა.
ჯერჯერობით, ტრანსფერის საქმე ძალიან ჩახლართულია. როგორც მედია იტყობინება, ფეხბურთელს ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, პარიზელებს კი მისი გაფორმება რაც შეიძლება მალე სურთ. თავის მხრივ, ერთ-ერთი ლიდერის შესანარჩუნებლად “ბარსელონაც” ძალებს არ იშურებს.

