მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Radio Catalunya: კოუტინიო “ბარსელონაში” გადასასვლელად მზადაა

Radio Catalunya: კოუტინიო “ბარსელონაში” გადასასვლელად მზადაა

კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელობამ “ლივერპულის” ბრაზილიელ ნახევარმცველ ფილიპე კოუტინიოსთან პირადი დეტალები შეათანხმა, “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” მერსესაიდელთა ათიანი დაითანხმეს, იტყობინება Radio Catalunya.

ამ წყაროს ინფორმაციით, კოუტინიო მზადაა “კამპ ნოუზე” გადაბარგდეს, თუმცა ჯერ ტრანსფერის სისრულეში მოსაყვანად ფასზე გუნდებს შორის მოლაპარაკებებია დარჩენილი.

RAC1-ისგან განსხვავებით, Radio Catalunya-ს არ აქვს ინფორმაცია გუნდების შეთანხმებასთან დაკავშირებით, ერთადერთი, რასაც ეს წყარო ავრცელებს არის ის, რომ წინა ჯერზე შეთავაზებული 70 მილიონი ფუნტი “ლივერპულმა” უარყო და ახლა “ბარსელონა” შეთავაზების ბევრად გაზრდას აპირებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში