Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონას” ტრიუმფალურმა გამარჯვებამ საფრანგეთის ქალაქის, მონ დე მარსანის მერი, შარლ დეიუ ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო.
მას შემდეგ, რაც “პარი სენ-ჟერმენმა” “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში 4:0 დაამარცხა, დეიუმ დარწმუნებით განაცხადა, რომ კატალონიური გრანდი მომდევნო ეტაპის საგზურს ვერ მოიპოვებდა, საზოგადოებას კი დაჰპირდა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში თაგვს შეჭამდა.
“ბარსელონამ” საპასუხო მატჩში პსჟ 6:1 დაამარცხა, დეიუს კი რამდენიმე თვის შემდეგ დანაპირის შესრულება მოუწია.
[media=https://www.youtube.com/watch?v=U-hHu7Al61g]
