“ბარსელონაში” ძალიან შეშფოთებული იყვნენ იმ ამბით, რაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ნეიმარის შესახებ პრესაში იწერებოდა. გუნდის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ფეხბურთელზე ძალიან ცუდ გავლენას ახდენს მამამისი.
კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა და ფეხბურთელები ყველანაირად ცდილობდნენ ნეიმარის დარწმუნებას, რათა ფეხბურთელს კლბი არ დაეტოვებინა.
ასევე არსებობს ვერსია, რომ ეს ჭორები ნეიმარის მამამ ააგორა. სავარაუდოდ, ეს მისი გათვლა იყო, რათა “ლურჯ-ბროწეულისფრებს” ფეხბურთელისთვის ახალი კონტრაქტი შეეთავაზებინათ, რეალურად მისი მიზანი შვილის პსჟ-ში გადასვლა არ ყოფილა, ფრანგული გუნდი უბრალოდ გამოიყენეს. მიუხედავად ამისა, “ბლაუგრანას” ხელმძღვანელობა კონტრაქტის შეთავაზებას არ აპირებს.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ხერარდ პიკემ სოციალური ქსელის მეშვეობით დაადასტურა, რომ ნეიმარი გუნდში რჩება და არსად წასვლას არ აპირებს.
