ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, “ბარსელონასთან” ამხანაგურ მატჩში მარცხის შემდეგ (1:2), კომენტარი გააკეთა.
“ნეიმარი და მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არიან. “ბარსელონა” ტექნიკურად ძლიერია და ახლა “იუვენტუსთან” შედარებით უკეთეს ფორმაში იმყოფება. კატალონიელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ჩვენთვის რთული იყო, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი თამაში იყო. ახლა ჩვენ იტალიაში დავბრუნდებით და ქვეყნის სუპერთასის მატჩისთვის მოვემზადებით, რომელიც “ლაციოს” წინააღმდეგ, 13 აგვისტოს შედგება.” – განაცხადა ალეგრიმ.
