“ეს იქნება ძალიან დაძაბული თამაში,ჩვენ საეერთოდ არ ვფიქრობთ იმის შესახებ,რომ ლიგაში ისინი 8–0 დავამარცხეთ”–განაცხადა ვილიამ ორშაბათს “Ciutat Esportiva”–ში.მან იცის,რომ “ალმერია” “ეს არის გუნდი სხვა მწვრთნელით.ძალიან რთული იქნება თამაში,რადგანაც ისინი დიდი ენთუზიაზმით ეკიდებიან ამ საქმეს,როგორც ჩვენ;განსაკუთრებით აღსანიშნავია ის,რომ ისინი არასდროს წასულან ასე შორს ამ შეჯიბრებაში”.
ვილიას სჯერა ფანების
შეკითხვაზე:”როგორ ატმოსფეროს შეიძლება ველოდოთ “კამპ ნოუზე” მატჩის დროს შუა კვირაში,ცენტრალური ევროპის დროით 22:00 სთ–ზე”?ფორვარდმა უპასუხა:”მე უკვე ერთი წელია აქ ვარ და ვთხოვ ფანებს,რომ მათ უბრალოდ გააკეთონ იგივე, რასაც აქამდე აკეთებდნენ.ისინი ყოველთვის მხარს უჭერენ გუნდს,ისინი აღტკინებულნი არიან.არ არის საჭირო მათთვის რაიმეს თხოვნა.ჩვენ ვიცით,რომ ისინი მოვლენ.ცხადია,რომ ჩვენ ყველანი ვალდებული ვართ შევიტანოთ ჩვენი წვლილი იმაში,რომ გავიდეთ ფინალში”.
კმაყოფილია გამოსვლების
ინდივიდუალურად ვილია კმაყოფილია იმითი,რომ აჩვენებს “გოლებსაც და თამაშსაც… “ბარსა” მოლოდინს აჭარბებს…როცა მწვრთნელი,მოთამაშები,ფანები და კლუბი ბედნიერები არიან,არ არის საჭირო კითხვების დასმა…ახლა მე უკეთ ვიგებ სისტემას,ჩვენი თამაშის სისწრაფეს(ჩვენ ვაიძულებთ მას,რომ არ გაჩერდეს),მაშინაც კი,როცა “ბარსას” არ აქვს ბურთი.ახლა მე ვთამაშობ ფლანგებზე და ვაუმჯობესებ ჩემს თამაშს”.
ის არ ნერვიულობს გოლების რაოდენობაზე
ხოსეპ გვარდიოლა არ იღლება იმის გამეორებით,რომ “ბარსას” კომბინაციური თამაში გაუმჯობესდა მას შემდეგ რაც ვილია მოვიდა.”რასაც ის თქვენ გეუბნებათ,იმასვე მეუბნება მე.და ამიტომაც არ მაწუხებს ის,მე ვიტან გოლს თუ არა.მან იცის, რომ ჩვენ მნიშვნელოვან საქმეს ვაკეებთ.ის ყოველთვის ამბობს,რომ მთავარია გუნდმა გაიტანოს და “ბარსა” აშენებულია თითოეული ჩვენთაგანის მიერ”.

გვარდიოლა გაახანგრძლივებს კონტრაქტს?
მწვრთნელის თაობაზე ვილიამ დაამატა,რომ “მას ძალიან სჯერა თავისი იდეების…მან შექმნა “ბარსელონა”,რომელმაც 10–დან 8 ტიტული მოიგო.ხალხს უნდა,რომ ის დარჩეს.მაგრამ ეს დამოკიდებულია მასსა და კლუბზე.ცოტაა ხალხი,რომელთაც ისე უყვართ “ბარსა”,როგორც ბოსს.ჩვენ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ.ყველას ვისაც უყვარს “ბარსა” უნდათ,რომ მან რაც შეიძლება სწრაფად გაახანგრძლივოს კონტრაქტი.მისი კონტრაქტი იწურება წლის ბოლოს და დარწმუნებული ვარ,რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება”.
ფიქრობენ მხოლოდ თავის თავზე
რა თქმა უნდა,მუდმივად ხდება შედარებები მადრიდის “რეალთან”,მაგრამ ვილიას მიაჩნია:”ჩვენ ბევრი არ უნდა ვიფიქროთ ჩვენს მოწინააღმდეგეზე…ყველა შეჯიბრება,რომელშიც ვმონაწილეობთ,ჩვენს საკუთარ ხელშია და ჩვენ კმაყოფილი ვართ ჩვენი მდგომარეობით მოცემულ ეტაპზე.მადლიერი ვართ რეზულტატების და ჩვენი თამაშის”.
ქულების სიმრავლისთვის კიდევ მოგვიწევს ბრძოლა
საფეხბურთო კლუბი “ბარსელონა” 4 ქულით უსწრებს მადრიდის “რეალს”,მაგრამ ვილია ფიქრობს,რომ “ეს არ არის დიდი სხვაობა…ჩვენ ვიცით,რომ ისინი ძალიან ახლოს არიან ჩვენთან და კიდევ ბევრი ქულისთვის მოგვიწევს ბრძოლა.ამ ლიგაში ჩვენ ბევრი ქულა უნდა მოვიგოთ,რადგანაც იგივეს გაკეთებს ფიქრობს “რეალი”.წინ კიდევ ბევრი თამაშია და ჩვენ თითოეული უნდა განვიხილოთ თავის დროზე”.
საუბრობს ფეხბურთელებზე
ვილიას ჰკითხეს თავის კოლეგებზე,მათ შორის ბოიანზეც:”რა შემიძლია ვთქვა მასზე!ჩვენ არ უნდა ავაჩქაროთ ის.ის ჯერ 20 წლისაა და ის კარგად თამაშობს.დაე ნუ გააქვს გოლები.ერთხელაც,ადამიანებს,რომლებიც თვალს ადევნებენ ამ ლიგას,მობეზრდებათ იმის ცქერა,თუ როგორ იტანს ბოიანი გოლებს.ჩვენ უბრალოდ უნდა მოვითმინოთ,იმიტომ,რომ მას დიდი ტალანტი აქვს”.რაც შეეხება პედროს:”მისი თამაში ძალიან სანახაობითია.ცხადია მას ბრწყინვალე მომავალი აქვს.ამ წელს მან თავისი გააკეთა და გაიტანა რამდენიმე დაუჯერებელი გოლი”.
უხარია ინიესტას წარმატება
ანდრეს ინიესტა ატარებს წარმატებულ სეზონს და დევიდ ვილიას უხარია,რომ მას ხედავს ბედნიერს.”ჩვენ ყველა ვტქბებით მისით,არა მხოლოდ მისი თამაშით,არამედ იმითიც,რომ ის ბედნიერია.ის ჯანმრთელადაა და ტკბება იმითი, რასაც აკეთებს.ის მწვერვალზეა.ჩვენ ყველას გვიხარია მისი წარმატება,რადგანაც შარშან მას ბევრი პრობლემა ჰქონდა ტრავმების გამო და ძალიან იტანჯებოდა ამითი.ახლა კი სრულყოფილად ტკბება ცხოვრებით”.



