“ბარსელონამ” “ლივერპულის” ათიანის, ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერთან მიახლოება დაიწყო. დღევანდელი ინგლისური პრესის ქრონიკების თანახმად, მარკო ვერატის ტრანსფერის შეუძლებლობამ გამოიწვია ის, რომ კატალონიელები კვლავ ბრაზილიელს მიუბრუნდნენ.
Sunday Mirror-ის ცნობით, “ბლაუგრანა” მზადაა მერსესაიდელებს კოუტინიოს სანაცვლოდ 90 მილიონი ევრო გადაუხადოს, რაც 80 მილიონ ფუნტს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ ინგლისურმა კლუბმა “ბარსელონას” 72 მილიონიანი (ფუნტი სტერლინგი) შეთავაზება უკვე უარყო.
თავის მხრივ, იურგენ კლოპი უარს აცხადებს და უკვე დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ არ აპირებს კლუბის წინა შეცდომები გაიმეოროს და სუარესისა და რაჰიმ სტერლინგის მსგავსად, კოუტინიოც გაუშვას.
“როცა კლუბმა სტერლინგი გაყიდა, მე ბოლო ვიყავი, ვინც ეს გაიგო. ამჯერად ეს ასე არ მოხდება. ჩვენ გვჭირდება, რომ გუნდში მოთამაშეები დარჩნენ. და იმის თქმაც შემიძლია, რომ კოუტინიო თავს კომფორტულად გრძნობს. ის ჩვენთვის საკვანძო ფეხბურთელია.”