“იუვენტუსის” მწვრთნელს, მასიმილიანო ალეგრის პაულო დიბალას წასვლაზე გავრცელებული ინფორმაცია არ აწუხებს. ესპანური მედია წერს, რომ ნეიმარის წასვლის შემთხვევაში “ბარსელონა” არგენტინელი ფორვარდის ტრანსფერზე იმუშავებს.
“დიბალას დაკარგვის არ მეშინია. ნეიმარის პსჟ-ში ტრანსფერის თაობაზე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს და შესაბამისად, არ ვიცი “ბარსელონა” ეცდება თუ არა ბრაზილიელის შემცვლელის გაფორმებას.
სიტუაციას მე არ ვაკონტროლებ და შეწუხებული არ ვარ.“-ციტირებს ალეგრის სიტყვებს Marca.
