“ბარსელონას” მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ აღნიშნა, რომ არდა თურანის გაშვება მის გეგმებში არ შედის. ზაფხულში მედია აქტიურად წერდა თურქი ნახევარმცველის შესაძლო წასვლის თაობაზე.
“თურანის თაობაზე იმავეს გეტყვით, რაც ნეიმარის შესახებ ვთქვი: არდას ვაფასებთ და ვენდობით. ჩვენ ვმუშაობთ იმ საფუძველზე, რომ თურქი “ბარსელონაში” დარჩება.”-ციტირებს ვალვერდეს სიტყვებს Marca.
თურანის კონტრაქტი “ბარსელონასთან” 2020 წლის ზაფხულამდეა ვადაში.
