ცნობილი გახდა, თუ რა თანხის გადახდა მოუწევს “ბარსელონას” “იუვენტუსის” ფორვარდის, პაულო დიბალას შესაძენად.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 23 წლის არგენტინელმა “იუვენტუსთან” კონტრაქტის გაფორმებამდე მოითხოვა, რომ სპეციალურად კატალონიური გრანდისთვის მისი გამოსასყიდი თანხა 120 მილიონი ევრო იყოს.
როგორც იცით, ბოლო დროს აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია “ბარსელონადან” ნეიმარის სავარაუდო წასვლის შესახებ.
