ფრანგული გამოცემა Paris United იტყობინება, რომ კატალონიის “ბარსელონას” ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი ნეიმარი სულ მალე “პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელი გახდება.
“ანონიმურმა წყარომ დაგვიდასტურა, რომ “ბარსელონას” 25 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი მალე პარიზული კლუბის მაისურს მოირგებს.” – ვკითხულობთ Paris United-ზე.
მანამდე კი მორიგმა პარიზულმა გამოცემამ, La Parisien-მა დაწერა, რომ ნეიმარმა თანაგუნდელებს პსჟ-ში გადასვლის შესახებ უკვე შეატყობინა.
რაც შეეხება Catalunya Radio-ს, მისი ინფორმაციით, ეს ტრანსფერი 95%-ით უკვე შემდგარია და სულ ცოტაღა აკლია სისრულეში მოყვანისთვის, პარიზელები მზად არიან 222 მილიონი ევრო დათმონ.

იმედია არ წავა ნემო
ნეიმარი თუ წავა მესის და რონალდოს დონე ვერ იქნება ვერასოდეს!
არ გადავა ტყუილიმგონია