“ბარსელონაში” იმედოვნებენ, რომ “გუანჩჟოუ ევერგრანდის” ნახევარმცველის, პაულინიოს შეძენას მაინც შეძლებენ, იტყობინება Mundo Deportivo.
წყაროს ინფორმაციის თანახმად, კატალონიური კლუბის სპორტული დირექტორი, რობერტ ფერნანდესი ბრაზილიელი ფეხბურთელის შეძენას ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შეეცდება. ამ მომენტისთვის, “ლურჯ-ბროწეულისფერებს” ტრანსფერის განხორციელებაზე დიდი იმედები არ აქვთ, ვინაიდან ჩინელებს პაულინიოს გაშვება არ სურთ. “ბარსელონამ” “გუანჩჟოუ ევერგრანდს”, 28 წლის მოთამაშის ტრანსფერზე ორი შეთავაზება გაუკეთა, მაგრამ ორივე წარუმატებელი გამოდგა. ჩინური კლუბი პაულინიოს სანაცვლოდ არანაკლებ 40 მილიონ ევროს ითხოვს, კატალონიელებმა კი მათ თავდაპირველად 20 მილიონი ევრო, ხოლო შემდეგ 25 მილიონი შესთავაზეს.