მოგეხსენებათ კატალონიის “ბარსელონა”, ოთხშაბათს ესპანეთის თასის 1/2 ფინალურ პირველ მატჩში “კამპ ნოუზე” “ალმერიას” დაუპირისპირდება. ამ მატჩს ტრავმის გამო, კატალონიელთა კაპიტანი კარლეს პუიოლი გამოტოვებს. პეპ გვარდიოლას მის შემცვლელად ძალიან ბევრი ფეხბურთელი ჰყავს.
გაბი მილიტო
თუ ხერარდ პიკე მზად იქნება, იგი აუცილებლად ითამაშებს. არის შანში, რომ მას არგენტინელი გაბი მილიტო შეუწყვილდეს. ამ ფეხბურთელმა კლუბის დატოვებაზე უარი თქვა და “ბეტისთან” განმეორებითი მატჩი ძირითადშიც დაიწყო.
ბარტრა ან ფონტასი
არის შესაძლებლობა, რომ პეპმა “ბარსა ბ–დან ” დაიმატოს ფეხბურთელი. შეუძლება პუიოლი შეცვალოს ბარტრამ ან ფონტასმა. ამ ფეხბურთელებს უკვე აქვთ პირველი გუნდის შემადგენლობაში ნათამაშები. ფონტასმა ჩემპიონთა ლიგაზეც კი მოახერხა გოლის გატანა, “რუბინის” წინააღმდეგ.
ყველაზე რეალური შემცვლელი
როდესაც პუიოლს ან პიკეს ტრავმა აქვთ ან დიკვალიფიკაცია, უმეტეს შემთხვევაში მათ ადგილს აბიდალი ან ბუსკეტსი იკავებენ. ფრაგნს ამ ფუნქციის შესრულება, “რასიგთან” და “ბილბაოსთან” მატჩებში მოუწია. სწორედ ბასკებთამ გაიტანა აბიდალმა თავისი პირველი გოლი “ბარსას” მაისურით. ბუსკესტმა ცენტრალურ მცველად “კამპ ნოუზე”, “ლევანტეს” წინააღმდეგ ითამაშა.


