“ბარსელონა” თავისი ნახევარმცველის, არდა თურანის გაშვებას ცდილობს.
როგორც აქამდე Calciomercato-მ გაავრცელა ინფორმაცია, კატალონიურმა კლუბმა მილანის “ინტერს” 30 წლის თურქი ფეხბურთელი შესთავაზა, რადგან ის ახალი მთავარი მწვრთნელის, ერნესტო ვალვერდეს გეგმებში არ შედის, თუმცა “ნერაძურიმ” “ლურჯ-ბროწეულისფერები” უარით გაისტუმრა.
