კატალონიური RAC1-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” 23 წლის შემტევი ჟერარ დეულოფეუ გუნდს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვერ გაჰყვება.
დეულოფეუმ კუნთის ტრავმა ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე მიიღო. “ბარსელონაში” დაბრუნების შემდეგ ის სრული დატვირთვით ვარჯიშს ვერ ახერხებს, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ესპანელი ფეხბურთელი გუნდს ვერც აშშ-ში გაჰყვება.


