როგორც ცნობილი გახდა, “ბარსელონამ” პსჟ-ს მარკო ვერატის ტრანსფერის თაობაზე მორიგი წინადადებით მიმართა. პარიზელთა ხელმძღვანელობას წამყვანი ფეხბურთელის გუნდიდან გაშვება არ სურს. თავად ვერატიმ კატალონიურ გრანდში ასპარეზობის სურვილი გამოთქვა.
ესპანეთის ვიცე-ჩემპიონმა მარკოს ალტერნატივას ინგლისში მიაგნო. The Independent-ის ინფორმაციით, თუ ვერატი პსჟ-ში დარჩება, “ბარსელონა” ახალგაზრდა დელე ალის ტრანსფერზე იმუშავებს.
ამჟამად ალი “ტოტენჰემის” ღირსებას იცავს.
