“ბარსელონას” ლეგენდარულმა ფორვარმა, ლიონელ მესიმ სერხიო ბუსკეტსს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე დაბადების დღე მიულოცა. ესპანელ ნახევარმცველს 29 წელი შეუსრულდა.
“დაბადების დღეს გილოცავ, სერხიო!”-წერს მესი თავის გვერდზე. ბუსკეტსს დღევანდელ სავარჯიშო სესიაზეც თბილად შეხვდნენ.
ესპანელს “ბარსელონასთან” ერთად 25 ტიტული აქვს მოგებული. ეროვნული ნაკრების რიგებში ბუსკეტსი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გახდა.
ბუსკეტსმა დაბადების დღე ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნა, რის ამსახველი ფოტოსურათიც მისმა პარტნიორმა, ელენა გალერამ გამოაქვეყნა.

თანამედროვეობის ერთ ერთი საუკეთესო ჩამშლელი….
მაგარია რა ბუსკეცი
Gilocav bus