მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“გუანჩჟოუში” პაულინიოს ადგილი აღარ რჩება?

“გუანჩჟოუში” პაულინიოს ადგილი აღარ რჩება?

“გუანჩჟოუს” ნახევარმცველის, პაულინიოს წარმომადგენელი ჩინური კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდება და “ბარსელონაში” ტრანსფერის საკითხს განიხილავს, იტყობინება MD.

“გუანჩჟოუმ” 5 ლეგიონერი გაიფორმა. ჩინეთის სუპერლიგის წესების თანახმად, მოედანზე ერთ გუნდს მხოლოდ 3 უცხოელის გამოყვანა შეუძლია. აქედან გამომდინარე, სავსებით შესაძლებელია, რომ “ევერგრანდი” პაულინიოს წასვლის კატეგორიული წინააღმდეგი არ იქნება.

თუ გაირკვევა, რომ ჩინური კლუბის ხელმძღვანელობა პაულინიოს გაშვებისთვის მზადაა, ფეხბურთელის აგენტი კატალონიური გრანდის წარმომადგენლებს შეხვდება. როგორც იცით, ზაფხულში “ბარსელონასთვის” პრიორიტეტი ნახევარდაცვის გაძლიერებაა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში