“ბარსელონა” “გუანჩჟოუ ევერგრანდის” ნახევარმცველის, პაულინიოს შეძენას კვლავ ცდილობს.
El Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიელები მზად არიან 28 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერზე შეთავაზება 30 მილიონ ევრომდე გაზარდონ.
ადრე ჩინურმა კლუბმა პაულინიოს გაშვებაზე ორჯერ თქვა უარი. “ლურჯ-ბროწეულისფერებმა” აზიელებს თავდაპირველად 20 მილიონი ევრო, შემდეგ კი 25 მილიონი შესთავაზეს.
“ბარსელონაში” იმედოვნებენ, რომ “გუანჩჟოუ” მაინც დათანხმდება ნახევარმცველის გაშვებას, ვინაიდან კლუბმა რამდენიმე დღის წინ მეხუთე ლეგიონერი გაიფორმა, როდესაც ჩინეთის ჩემპიონატში მოედანზე გასვლა მხოლოდ სამ უცხოელს შეუძლია.
