“ბარსელონას” მცველმა, ჟერარ პიკემ ოფიციალურ Instagram-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც იაპონელ შემსრულებელთან, კაზუჰიკო კოსაკოსთან ერთად ცნობილ ჰიტს, PPAP (Pen-Pineapple-Apple-Pen)-ს მღერის.
აღნიშნულ ვიდეოში პიკე მღერის და იაპონელის მოძრაობებს იმეორებს. რამდენად წარმატებით გამოსდის ესპანელს ამის გაკეთება, თავად შეაფასეთ.
როგორც იცით, ახლო წარსულში პიკემ თანაგუნდელს, ნეიმარ და სილვას ვარცხნილობის შეცვლისკენ მოუწოდა.

რა მოხდა კარდიფში?! იტალიურ ფორუმებზე ეს ყველაზე აქტუალი თემაა დღეს.
როგორც ამბობენ, გასახდელში კონფლიქტი წამოიწყო ალვეშმა, როდესაც დიბალას უყვირა, რა ჩვარივით გდიხარ, მეტი იაქტიურეო. დიბალამ 12-ე წუთზე ყვითელი აიკიდა და მის მერე ფრთხილად თამაშობდა. ამ დროს შემოვიდა ალეგრი და ფეხბურთელებს სიმშვიდისკენ მოწოდა – მთავარია გავათანაბრეთ და თამაში მშვიდად გავაგრძელოთო. ბონუჩი ალვეშს გამოესარჩლა და დიბალაზე ზეწოლა განაგრძო, რაზეც ბარძალიმ უპასუხა – ახლა ჩხუბის დრო არ არის და თამაშზე ვიფიქროთო. ბონუჩიმ შენ ვინ გეკითხება, შენ თამაშს მიხედე, მარსელო რო გაგექცაო. ბარძალის ეწყინა და უპასუხა – ეგრე რო ვილაპარაკოთ, გოლი შენს სინდისზეაო. აქ დაძაბულობამ პიკს მიაღწია და ხელის შეხებამდე მივიდა საქმე, ალეგრი ფეხბურთელებს შორის ჩადგა ამშვიდებდა. იგივეს ცდილობდა კუადრადო და მას ბონუჩის ხელი მოხვდა, რაზეც მანჯუკიჩმაც გაიწია…
შედეგი ყველამ ვნახეთ – გუნდი ფსიქოლოგიურად მოიშალა და მეორე ტაიმში სრული ფიასკო განიცადეს.
ტურინში სცადეს ფაქტის დამალვა, მაგრამ ხმებმა მაინც გამოჟონა…
ოო აი თურმე რა ყოფილა მიზეზი
Xoda egre tu iyo, kide erti 4 goli unda. Mieyolebinat magattvis.
magaria piqe prosta cota ena unda daimoklos
სულ გამოიმასქნდა ეს
მაგარია პიკე