პორტუგალიური “ბენფიკას” მიერ ახლახანს გაკეთებული ოფიციალური განცხადების თანახმად, 23 წლის მარჯვენა მცველის, ნელსონ სემედუს “ბარსელონაში” ტრანსფერი ჯერ დასრულებული არაა.
პორტუგალიური კლუბი ადასტურებს, რომ “ბარსელონასთან”, სემედუს ტრანსფერთან დაკავშირებით, მოლაპარაკება მიმდინარეობს, მაგრამ ის ჯერ არ დასრულებულა. ამასთანავე, “ბენფიკამ” ფეხბურთელს კატალონიურ კლუბში სამედიცინო შემოწმების გავლის უფლება მისცა.
“ბარსელონამ” გუშინ ღამით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, “ბენფიკასთან” შეთანხმება უკვე მიღწეულია.

