როგორც მოსალოდნელი იყო, “ბარსელონამ” დანი სებალიოსისთვის ბრძოლა წააგო. 20 წლის ნახევარმცველის ტრანსფერი “რეალმა” ოფიციალურად დაადასტურა.
“ბეტისის” ყოფილი ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 15 მილიონი ევრო იყო და ამ თანხას “ბარსელონაც” იხდიდა. თუმცა, ფეხბურთელმა არჩევანი მადრიდულ გუნდზე შეაჩერა და 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
