მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“არსენალი” “ბარსას” დაემუქრა

“არსენალი” “ბარსას” დაემუქრა

Marca-ს ინფორმაციით, “არსენალმა” “ბარსელონა” უკანასკნელად გააფრთხილა. ხუთშაბათს კატალონიელებმა ლონდონელებისგან წერილი მიიღეს.

“მეთოფეები” “ბლაუგრანას” ექტორ ბელერინთან კონტაქტის გაწყვეტას თხოვენ. ლონდონური კლუბი ადასტურებს, რომ ესპანელის გაყიდვაზე ოფიციალური უარი სამჯერ განაცხადა. საწინააღმდეგო შემთხვევაში, კლუბი FIFA-ში საჩივარს შეიტანს.

“ბარსელონამ” “ბენფიკას” განაპირა მცველი, ნელსონ სემედუ გაიფორმა და დიდი ალბათობით, კლუბი ექტორ ბელერინზე საბოლოოდ იტყვის უარს, რადგან მისი გაფორმების საჭიროება უკვე აღარ არის.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში