კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდმა დავიდ ვილიამ განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია მადრიდის “რეალი”, დღევანდელ მატჩში “მალიორკას” წინააღმდეგ ქულებს დაკარგავს. მოგეხსენებათ გუშინ ვილიამ და მისმა თანაგუნდელებმა, 3–0 გაანადგურეს სანტანდერის “რასინგი” და ახლა “ბარსასა” “რეალს” შორის 7 ქულაა სხვაობა:
“ ადვილი მატჩები არ არსებობს. კარგია, რომ ჩვენ ანგარიში მეორე წუთზევე გავხსენით. ამ გოლმა, ჩვენი დავალება უფრო გაგვიადვილა. მე ძალიან გახარებული ვარ ამ მოგებით, რადგანაც ჩვენ ცხრილში პირველი ადგილი შევინარჩუნეთ. დარწმუნებული ვარ, “რეალი” “მალიორკასთან” მატჩში ქულებს დაკარგავს,” დაასრულა ვილიამ.
ცნობისთვის ვილიას, “ბარსას” მაუსურით ლა ლიგაში ჩატარებულ 20 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი, ხოლო “ფურია როხას” შემადგენლობაში, მან ჩატარებულ 70 მატჩში 44 გოლის გატანა შეძლო.



