მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“რეალის” გულშემატკივარი “ბარსელონას” მრჩევლად…

“რეალის” გულშემატკივარი “ბარსელონას” მრჩევლად…

“ბარსელონას” ხელმძღვანელობა გულშემატკივრების გაოცებას განაგრძობს. ამჯერად, საქმე არა ფეხბურთელის ტრანსფერს, არამედ კლუბის ჩრდილოეთ ამერიკაში გარეკლამებას ეხება.

კატალონიურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ესპანეთში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ხამეს კოსტოსი “ბარსელონას” სტრატეგიული მრჩეველი იქნება და “ბლაუგრანას” ჩრდილოეთ ამერიკული ბაზრის ათვისებაში დაეხმარება.

და სადააა პრობლემა?

საქმე ისაა, რომ ხამეს კოსტოსი “რეალის” გულშემატკივარია. მიმდინარე წლის 3 ივნისს, თავის Twitter-ზე, მან მადრიდელთა მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგება აღნიშნა. ასევე გვხვდება სურათები, სადაც კოსტოსი “რეალის” ფორმაშია გამოწყობილი.

თავად კოსტოსს ეს უხერხულობას არ უქმნის. ის შემდეგ კომენტარს აკეთებს: “წარმოვადგენდე “ბარსელონას” ჩრდილოეთ ამერიკაში – ეს ჩემ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პატივია. ძალიან მოტივირებული ვარ აშშ-ს ინსტიტუტებსა და “ბარსელონას” შორის კავშირები გავაბა.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში